- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 991 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
- ტანკი – 10 884 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 22 678 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 28 711 ერთეული [+88]
- MLRS – 1 402 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 176 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 413 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 38 924 ერთეული [+176]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 271 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 50 730 ერთეული [+123]
- სპეცტექნიკა – 3 907 ერთეული [+2]
„ბრწყინვალე შედეგი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ივნისს უკრაინის შეტევას რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სპეცოპერაცია ისტორიის წიგნებში შევა. განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა სტრატეგიული ბომბდამშენები, როგორიცაა Tu-95 და Tu-22M.
უკრაინის გენშტაბმა ამ სპეცოპერაციის შედეგად გუშინ საბოლოოდ 41 თვითმფრინავი დაამატა რუსეთის სამხედრო დანაკარგებს.
„სხვადასხვა წყაროებიდან დამატებითი ინფორმაციის დამუშავებისა და გადამოწმების შემდეგ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, მოგახსენებთ, რომ ოკუპანტის საერთო დანაკარგებმა 41 სამხედრო თვითმფრინავი შეადგინა, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები და სხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.“ – დაწერა უკრაინის გენშტაბმა.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 61 316 უპილოტო საფრენი აპარატი
- 610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 749 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 566 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 25 696 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 36 441 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
მემორანდუმი – რას ითხოვს რუსული მხარე უკრაინისგან კონფლიქტის დასასრულებლად?
რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ – „როიტერსის“ ანონიმური წყაროები






