Batumelebi | ივანიშვილი სანდრა რულოვსის „მუზასაც“ აფინანსებდა ივანიშვილი სანდრა რულოვსის „მუზასაც“ აფინანსებდა – Batumelebi
RU | GE  

ივანიშვილი სანდრა რულოვსის „მუზასაც“ აფინანსებდა

ივანიშვილი-სანდრა-რულოვს

ავტორი:მაია მეცხვარიშვილი

ნეტგაზეთი
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომლის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, საქართველოს პირველი ლედის „დიდი ხნის ოცნებას“ მას შემდეგაც აფინანსებდა, რაც, როგორც თავად ამბობს, საქართველოს პრეზიდენტს დაემშვიდობა.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 2011 წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც მომიტინგეები სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა და დაარბია ტელეკომპანია „იმედი“, მიხეილ სააკაშვილი მისთვის „მიუღებელი პრეზიდენტი“ გახდა. 2008 წლის არჩევნების შემდეგ კი მასთან საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი:

„ინაუგურაციის დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. იმ წუთში ძალიან შეცბა და მითხრა – მტოვებო? მე კი ვუპასუხე, რას ნიშნავს, გტოვებ – ინაუგურაციის დღე გაქვს, არჩევნებს ხომ არ იწყებ-მეთქი. ასე დამთავრდა ეს ამბავი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს „დამშვიდობება“ არ შეხებია ბიზნესმენის საქველმოქმედო ფონდისა და პირველი ლედის ურთიერთობას.

2009 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ 456 342 ლარით შეეწია „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“, 2010–ში კი – 644 952 ლარით. ორივე შემთხვევაში თანხა ასოციაციას რადიო „მუზის“ ფუნქციონირებისთვის გადაერიცხა.

რადიო „მუზა“ საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით დაფუძნდა:

„2004 წლიდან მან [სანდრა რულოვსმა] თავისი დიდი ხნის ოცნების განხორციელება დაიწყო, რის შედეგადაც ჰოლანდიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში 24 საათიანი კლასიკური მუსიკის პირველი რადიო სადგური დააფუძნა. რადიო ”მუზა” ეთერში 2007 წლის ზაფხულში გავიდა. ის თავად არის კვირაში ოთხსაათიანი საავტორო გადაცემის წამყვანი“, – ნათქვამია რადიო „მუზის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

რადიო ”მუზა” „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ პირველი და ყველაზე დიდი პროექტია. აღნიშნულ ასოციაციას თავად სანდრა ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობს.

ასოციაციის გამგეობის წევრია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მეუღლე ნინო ანანიაშვილი.

ნინო ანანიაშვილს თავადაც აქვს ცალკე ფონდი გახსნილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი 48 720 ლარით შეეწია 2009 წელს.

გაცილებით მეტი დაფინანსებას აქვს მიღებული ივანიშვილის ფონდებიდან ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრს, სადაც ანანიაშვილი ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს: 2009 წელს აღნიშნული თეატრის თანამშრომელთა სოციალური დახმარებისთვის 625 400 ლარი გადაირიცხა, ხოლო 2010 წელს – 623 400 ლარი. იმავე წელს ივანიშვილმა თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის 2 337 600 ლარი გაიღო.

მიხეილ სააკაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებში არაფერია ნათქვამი მათი მეუღლეების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისა (კლასიკური მუსიკის ხელეწყობის ასოციაციისა და ნინო ანანიაშვილის ფონდის) და მათგან მიღებული შემოსავლების თაობაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge