სიახლეები

ზვიად ძიძიგური ბათუმში

30.05.2012 • • 1361
ზვიად ძიძიგური ბათუმში

ავტორი: ეთერ თურაძე

ზვიად ძიძიგური, დავით ბაციკაძე

ზვიად ძიძიგური, კონსერვატორული პარტიის ლიდერი, პრესკაფეში თავისის პარტიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ზვიად ძიძიგურს, ძირითადად, ახალ პოლიტიკური ცენტრის – ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.

„ივანიშვილისა და პატარკაციშვილის შედარება არ შეიძლება. მე საკმაოდ კარგად ვიცნობდი პატარკაციშვილს და შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილი გაცილებით მზად არის პოლიტიკური საქმიანობისთვის, ვიდრე პატარკაციშვილი“, – თქვა ზვიად ძიძიგურმა.

კონსერვატორული პარტიის ლიდერმა ოპოზიციის მიერ წინა არჩევნების დროს დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა: „ჩვენ, ოპოზიციას გვქონდა სერიოზული შეცდომები, არჩევნების დროს გვქონდა ლაქები ახალციხესა და სხვა რეგიონებშიც – სრულიად უყურადღებოდ გვყავდა ეს რეგიონები მიტოვებული… ახლა ივანიშვილმა თქვა, რომ 60 ათასი ადამიანის მომზადება გვჭირდება საარჩევნოდ. სწორედ ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს საარჩევნო სკოლა. ეს ხალხი იმუშავებს არჩევნების დროს უბნებზე. 75 რაიონში უნდა გაიხსნას 75 ოფისი. ეს არის ივანიშვილის მენეჯერულ მიდგომა არჩევნებთან დაკავშირებით“.

ძიძიგური ივანიშვილს, როგორც „კრემლის პროექტსაც“ შეეხო. „საჩხერის ბატალიონი ერთადერთი ქართული ბატალიონია, რომელიც ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებს. ეს არის სამთო ბატალიონი, რომელსაც აქვს რთული კომუნიკაციები და თანამედროვე აღჭურვილობა. ამ ბატალიონის შექმნაში ჩაიდო დიდი ფული და ეს ფული გაიღო ივანიშვილმა. თუ ივანიშვილი „მოსკოვის პროექტია“ თავდაცვის სამინისტრო რას ფიქრობდა, როცა ივანიშვილის ფულით აშენებდა ამ ბატალიონს?“

ზვიად ძიძიგურმა შეაფასა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხელისუფლების რეაქციაც: „როცა ნუგზარ წიკლაური, კაცი, რომელიც დღითი დღე ემსგავსება მამალაძეს, ივანიშვილს „აღზევებულ მდაბიოს“ უწოდებს, როცა ფეისბუქში აკონტროლებენ საჯარო მოხელეების კომენტარებს, მათ გამოქვეყნებულ ლინკებს და თუ რამე არ მოეწონებათ სამსახურიდან გაშვებით სჯიან, როცა პატრიარქის კრიტიკას ღიად იწყებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია“.

ზვიად ძიძიგურმა „ახალი რეალობაში“ თავის როლზეც ისაუბრა: „დღეს გვაქვს უდიდესი შანს, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, ამიტომ მე არ ვაპირებ განზე დგომას. ვაპირებ, ჩემი ცოდნა მთლიანად მოვახმარო არჩევნებს. მართალია, უბნებში 13 კომისიის წევრიდან დამკვირვებლები ჰყავთ „ქრისტიან დემოკრატებს“, „ჩვენ თვითონ“, „ლეიბორისტებს“, „მრეწველებს“, „ნაცმოძრაობას“ და ჩვენ, მაგრამ „კონსერვატორული“ პარტია, ფაქტობრივად, ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც საარჩევნო უბნებზე ეყოლება ოპოზიციის ხმების დამცველი დამკვირვებლები“.

გადაბეჭდვის წესი