სიახლეები

ზვიად ქორიძე: „ნინო გომართელის შეკითხვა ქრესტომათიაში უნდა შევიტანოთ“

30.05.2012
ზვიად ქორიძე: „ნინო გომართელის შეკითხვა ქრესტომათიაში უნდა შევიტანოთ“

„დღეს ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ვნახეთ ჟურნალისტები, რომლებიც ნაკლებად ასრულებდნენ ჟურნალისტის ფუნქციას. ისინი სვამდნენ ისეთ კითხვებს, რომლებიც კითხვას არ შეიცავდა, ან უინტერესო იყო, ან მისი მიზანი დეზინფორმაცია იყო“, – ამბობს ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
მედია ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ცივილიზებულ სამყაროში სხვა წესები არსებობს და მიკროფონზე ნადირობა ამ წესებში არ ჯდება“.
„ნინო გომართელის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოადგენდა, უნდა შევიტანოთ კითხვის დასმის ქრესტომათიის სახელმძღვანელოებში, სხვა მოსაზრება მე არ გამაჩნია. აბა რა შეფასება შეიძლება გავუკეთო იმ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გენერალ ლებედევს ლებედისგან ვერ არჩევს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით პრესკონფერენციაზე მიდის“.
მიუხედავად ამისა, ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ პრესკონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა დაისვა და მივიღეთ პასუხებიც: „ივანიშვილმა პრესკონფერენციით საჯარო სივრცე გახსნა, კარგი იქნება თუ ქართული მედია ახლა ამ მესიჯების ანალიზით დაკავდება“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.