სიახლეები

ზაფხული უწყლოდ

30.05.2012 • • 1299
ზაფხული უწყლოდ

ლელა დუმბაძე

რა განცდა გიჩნდებათ, როცა მზისგან დასიცხული და დაღლილი მიდიხართ სახლში და აღმოაჩენთ რომ ონკანში წყალი არ მოდის?   მეორე უკიდურესობაა ის, როცა აბაზანაში გაქაფული რჩები და იძულებული ხარ, დაშამპუნებულმა დაიძინო: „გუშინ დავრჩი შამპუნით და მაგრა გავმწარდი“-წერდა მირანდა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, 26 მაისისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, საღამოობით ინტენსიურად არ არის წყალი. პრობლემები აქვთ წერეთლის ქუჩაზე მაცხოვრებლებსაც: „ორი დღეა არ არის წყალი. მაგარი დისკომფორტია. ზღვიდან რომ მოხვალ, გადავლება ხომ გინდა. ამბობენ სისტემაში არ არისო. მე კორპუსებში ვცხოვრობ და ეზოდან ხომ არ არ ვზიდავ წყალს. გოზჯერ არც ეზოში მოდის“ – ამბობს, ალეკო ჭეიშვილი.

„ამ წუთში არ მოდის, მაგრამ მატორი რომ ჩაირთვება წამოვა“-ამბობს, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ნათია შავიშვილი. ზაფხულობით წყლის დეფიციტია თამუნა გოგუაძისა და ირინა არჩვაძის უბანშიც: „მხოლოდ რამდენიმე საათით მოდის. თანაც ძალიან ბინძურია. თუ გაწვიმდა საერთოდ აღარ მოდის“-ამბობენ გოგონები.
ნონა სულაქველიძეს გაუმართლა, რადგან ქალაქის სახანძრო სამსახურის მიმდებარე ეზოში ცხოვრობს: „ამიტომ წყალი ხშირად არის“-ამბობს ის. შოთა არველაძის ეზოში კი წყალი გარკვეულ საათებში ჩნდება: „მართალია მაღალი კორპუსები არ არის, მაგრამ სიმაღლეზე ამოსვლა მაინც უჭირს წყალს. იძულებულები ვართ ეზოდან ვზიდოთ, ან აქ ჩამოვიტანოთ სარეცხი“.
გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები „ბათუმის წყალის“ ხელმძღვანელის მეზობლები აღმოჩნდნენ, ამიტომ სახელის და გვარის გარეშე არჩიეს საუბარი. ერთ-ერთ ქალბატონი არა უწყლობას, არამედ, წყლის გადასახადზე მიბმულ სანდასუფთავების გადასახადს აპროტესტებს. წყლის პრობლემა აქვთ როგორც აღმაშენებლის ქუჩაზე მაცხოვრებლებს, გარეუბნებსაც: „წყალი მხოლოდ რამდენიმე საათით მოდის. საერთოდ, სულ აქვს ამ უბანს წყლის პრობლემა, არა მარტო ზაფხულში. ამიტომ ზღვაზე წასვლას სოფელში, მდინარეზე წასვლა მირჩევნია, იქ უფრო კომპორტულად ვგრძნობ თავს“ -ამბობს გოროდოკელი გიორგი ცეცხლაძე. ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებლებს კი ონკანში წყლის მაგივრად ნავთობი მოსდით.
„რედისონის“ გახსნაზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა კი შეგვახსენა, რომ ევროპულ ქალაქში ვცრხოვრობთ. რატომ არ მოდის ევროპულ ქალაქში წყალი ევროპულად, (ანუ მუდმივად და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად)? შპს „ბათუმის წყალი“-ს ტექნიკური დირექტორის ალეკო მიქელაძის განცხადებით, ბათუმში წყალი მხოლოდ საღამოობით, ტექნიკური სამუშაოების შესრულების შემთხვევაში ითიშება.

გადაბეჭდვის წესი