ბათუმი,სიახლეები

ბათუმში თოვლია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

18.02.2025 •
ბათუმში თოვლია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში – თოვა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის სანაპირო რაიონებში 20 და 21 თებერვალს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით; მთაში – ძლიერი თოვა.

 

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: