ავტორი: ემზარ კახიძე (ისტორიკოსი)
სათაურში შეცდომა ნამდვილად არ გამპარვია. ჰაერში დიდი ფულის სუნი დატრიალდა და მისი „დათრევა“ (ქართული ეროვნული სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობა), კახურად რომ მოვუქციოთ, ვიღაცას უნდა მაესწრო… დამიჯერეთ, აქ მეორეხარისხოვანია თავისუფალი სიტყვა და „მაესტრო“…
აბა, სხვა რით ავხსნა ის მასკარადი, რომელსაც ორი დაპირისპირებული გუნდი ღია ეთერში ეწევა. სამიოდე დღის წინ „კავკასიაზე“ ნინია კაკაბაძეს ვუსმენდი და ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, როდესაც მთელი გადაცემის მანძილზე სიცილს ვერ იკავებდა ერთ-ერთი დამფუძნებლის „მიამიტ“ არგუმენტებზე. მაგრამ როდესაც ბატონი ღლონტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში „ოლოლივით“ წამოადგა არაპლატონური ვნებებით შეპყრობილ ეროს(ი)ს, მართალი გითხრათ, თავი ვეღარ შევიკავე და მთელი ოჯახი კინაღამ გამაყრუებელი ხარხარით წამოვყარე საწოლებიდან…
ხშირად ვამბობ ხოლმე, უცხოელების შეფასებებს ნუ გავაფეტიშებთ, მარტო იმიტომ, რომ ისინი დასავლელი „ექსპერტები“ და აპრიორი ჩვენზე ჭკვიანები არიან. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ ისინი მართლაც გაცილებით კარგად ხედავენ ქართულ პრობლემებს. აი, ნახეთ რას ამბობს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თომას დე ვაალი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ:
„მიუხედავად იმისა, რომ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკას შენჯღრევა სჭირდება, გამიჩნდა შიშიც, რომ ქართველები ამ ახალ ფენომენს მხოლოდ მისი ფულის გამო ირჩევენ და კიდევ იმიტომაც, რომ მასში ახალ მხსნელს ხედავენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრობლემა იმდენად არა ივანიშვილი, არამედ თავად ქართველები და მათი მოლოდინია“ (ვრცლად იხ. ჰტტპ://წწწ.პრესაგე.ტვ/?მ=სოციეტყ&AID=8374).
მგონია, დღესდღეობით კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინას თავდაპირველი განცხადება მედიასაშუალებების შესახებ არასწორი იყო. როდესაც ფსიქოანალიზით დაკავებული ხარ და მასზე გრძელი ტირადებიც მოგყავს, უნდა გესმოდეს, რომ სერიოზულად დაავადებულ ადამიანს არ უნდა შესთავაზო ის „გამაღიზიანებელი“, რომელიც სწორედ მისი სიშმაგის მთავარი წყაროა (ერთი ახლობლის ისტორია მახსენდება, ფაღარათშეპყრობილ მეუღლეს „უსაზღვრო სიყვარულის“ დასამტკიცებლად ყურძენი და რძე რომ მიართვა).
„ნაციონალებთან“ დაპირისპირების მთელმა ხუთწლიანმა ციკლმა დაგვანახა, რომ მათი მთავარი იარაღი ქართულ საზოგადოებაში ღრმად დაბუდებული უზნეობაა. ჩვენ მიშა ან ფინანსების ნაკლებობა კი არ გვამარცხებს, არამედ ჩვენივე ანგარებისმოყვარეობა, ამპარტავნობა და სხვა მანკიერებები. ჩემი აზრით, ბატონმა ბიძინამ დროებით უნდა დაივიწყოს, რომ წარმატებული ბიზნესმენია და მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ჯგუფის შესაძლო ფინანსურ სტიმულირებაზე. დღევანდელ რეჟიმს ბანკ „ქართუსთან“ გაჩენილი რიგების მსგავსი აქციები დაამარცხებს, როცა ადამიანი ინვესტიციას ამწამიერ ფინანსურ სარგებელში კი არ დებს, არამედ ღირსეულ მომავალში. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სიბრტყეში ეს ცოტა სხვა ხერხებით განხორციელდება, მაგრამ მთავარი ლაიტმოტივი – უანგარობა შენარჩუნებული უნდა იყოს.
კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე დასავლური კეთილდღეობა და თავისუფლება თავის დროზე განხორციელებულმა ცნობიერების ძირეულმა ცვლილებებმა მოიტანა (ჩემი აზრით, ეს თავისუფლება და კეთილდღეობა ილუზორულია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თავისუფლება იმდენად ძლიერი ფენომენია, რომ „გაბანგულიც“ კი სასწაულებს ახდენს).
ნუცუბიძის 93-ში დატრიალებული ტრაგიკომედიის ყველა აქტორს, განსაკუთრებით კი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც კონფლიქტის ერთ მხარეს ცხვრებივით დასდევენ, შევახსენებ: ფული კი არაა თავისუფლების და, შესაბამისად, კეთილდღეობის წყარო, პირიქით, ის თავისუფლების, თუნდაც ილუზორულის შედეგია… ჩვენ კი ველური აბორიგენივით, ბრჭყვიალა ნივთის დანახვაზე რომ აცუნდრუკდება, პირდაპირ გვინდა ამ საუკუნოვანი წვის (შესაძლებელია, ამაოსიც) ნაყოფი დავითრიოთ…
„გამთავისუფლებლები არ არსებობენ, ადამიანები თვითონ თავისუფლდებიან~, ამბობდა ერნესტო ჩე გევარა, მაგრამ რა არის თვითონ თავისუფლება, აი, საკითხავი სწორედ ეს არის…