სიახლეები

ვის ეკუთვნის ოქროს ფონდი

30.05.2012 • • 1305
ვის  ეკუთვნის   ოქროს  ფონდი

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

აჭარის ოქროს ფონდში დაცული განძი ბათუმის არქეოლოგიური და მხარეთმცოდნეობის მუზეუმების თანამშრომლებში დღემდე დავის საგანია, გამოფენისთვის ოქროს საცავიდან გადმოტანას ორივე მუზეუმში ელოდებიან.მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, ბათუმის საკრებულოს წევრი გოდერძი ტოტოჩავა ამბობს, რომ „განძი მისია“, არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე კი „ბათუმელების“ კითხვებს არ პასუხობს “ …რას მომაჩემდით? – არ გიპასუხებთ. სანამ მთავრობა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არაფერს ვიტყვით და ეს ჩემი საბოლოო პასუხია.“

კულონი ორი ჩიტის გამოსახულებით, რომელთა ნისკარტებს შორისაც ბურთულა კიდია; ფერადი ქვებითა და ვარდულებით შემკული ქამრის ნაწილები კიდეებზე მოყოლებული ორნამენტებით; ფირფიტები მუხის ფოთლებითა და რკოთა გამოსახულებით; გავარსით შემკული გულსაბნევი; სხვადასხვა ფორმის საყურეები; ჭედური მედალიონი მითიური ცხოველების ბრძოლის გამოსახულებით; შიშველი მამაკაცის ქანდაკება ხელში ჩაღრმავებული დისკოთი და კონუსისებური ქუდით, რომელზეც სამი ვარსკვლავია გამოსახული; წნული ძეწკვები და სამაჯურები…   ყველაფერი, რაც აჭარის ოქროს ფონდის შემადგენლობაშია და რაც დღის სინათლეზე ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ყოფილ საზღვაო ბანკში გამოკეტვის შემდეგ არავის უნახავს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოიფინება.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის თქმით, განძის გამოფენის შესახებ მას სრული ინფორმაცია არ აქვს – „კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი, ეს საკითხი მთავრობის დონეზე წყდება. მხოლოდ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გასულ წელს გამოყოფილი ფულით სეიფის საცავი გაკეთდა. მეტის თქმა ამ დროისათვის არ შემიძლია და ნურაფერს დაწერთ ამ თემაზე, თავი შეიკავეთ გამოფენამდე“ – უთხრა „ბათუმელებს“ ამირან კახიძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი განძის გამოსაფენად სპეციალური დარბაზი სწორედ არქეოლოგიურ მუზეუმში მომზადდა:  „დამონტაჟდა ვიდეოკამერები და სპეციალური გათბობა, დაიდგა ვიტრინები, შეიძინეს ახალი ინვენტარი“. მთლიანობაში დარბაზის საგამოფენოდ მოსამზადებლად აჭარის მთავრობამ ბიუჯეტიდან სულ 57 500 ლარი დახარჯა.

განძის სრული შემადგენლობის თუ არა, მისი ნაწილის გამოფენის შესაძლებლობის იმედი აქვს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორსაც, „ნაწილი ჩვენთან გამოიფინება, ნაწილი არქეოლოგიურ მუზეუმში. ისე კი მინდა გითხრათ, რომ განძი ჩემია“ -ამბობს გოდერძი ტოტოჩავა.

ოფიციალურად დიქტოფონთან ოქროს ფონდის განძთან დაკავშირებით დაპირისპირების თაობაზე მუზეუმების თანამშრომლები არ საუბრობენ, პირად საუბრებში კი ორივე მხარეს განძის საკუთრებასთან დაკავშირებით თავთავიანთი არგუმენტები აქვთ. „განძი ჩვენგან წაიღეს ასლანის დროს“-  ამბობენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, არქეოლოგიურ მუზეუმში კი მიიჩნევენ, რომ განძი „მათთან უნდა ინახებოდეს“.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით აჭარის ოქროს ფონდში დაცული განძი არქეოლოგიურ მუზეუმს დარჩება: „ახლა მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები, რომელიც მოაწესრიგებს განძის არქეოლოგიურ მუზეუმზე გადაცემის სამართლებრივ მხარეებს, რომ ეს განძი იყოს მისაწვდომი, როგორც ტურისტებისთვის, ისე ყველასთვის“.

აჭარის ოქროს ფონდში დაცული ოქროს ნივთების კოლექციიდან მეცნიერები მხატვრული ღირებულებით არქეოლოგიური გათხრების შედეგად 1974 წელს გონიოს ციხე-ქალაქთან ნაპოვნ მრგვალჭედურ მედალიონს გამოარჩევენ, რომლის შუაგულშიც ორი მითიური ცხოველის ბრძოლაა გამოსახული: „ეს ნაკეთობა ძველი ქართული ოქრომჭედლობის ორიგინალური და თავისებური ნიმუშია, ის სიდიდითა და შესრულების ნატიფი ხელოვნებით გამოირჩევა და მსოფლიო შედევრია“  – ნათქვამია ბროშურაში, რომელიც 1983 წელს ხარიტონ ახვლედიანის რედაქტორობითაა გამოცემული და აჭარის საგანძურს ეძღვნება.  სიდიდითა და წონით გამოარჩევენ ამავე ადგილას ნაპოვნ ფიალასაც, რომელიც ფორმითა და დამუშავების მიხედვით საქართველოში ადრე ნაპოვნ თასებს ჰგავს. ამავე კოლექციაშია შიშველი  კაცის ქანდაკება, რომელიც მეცნიერების აზრით წარმართობის დროინდელი ღმერთი დიოსკური უნდა იყოს.

აჭარის ოქროს ფონდის შემადგენლობაშია სოფელ მახოში 1946 წელს ნაპოვნი ნიმუშებიც, რომელთა შორისაა გავარსით შემკული გულსაბნევი. გონიოსა და მახოს მიდამოებში ნაპოვნ განძს მეცნიერები ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნეების ქართული საიუველირო ხელოვნების ნიმუშებს უწოდებენ, „ეს განძი ნათლად ასახავს კოლხეთის სამეფოსთვის დამახასიათებელ საოქრომჭედლო ტრადიციებსა და ახალ მასალებს შეიცავს საქართველოს უძველესი ადმინისტრაციული ცენტრის აფსარის-გონიოს  ციხე-ქალაქის შესახებ.“

აჭარის ფონდშია ქობულეთ-ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთებიც, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნითაა დათარიღებული. ამ ნივთებიდან გამოარჩევენ ბეჭედს, რომელზეც ნახევრადმწოლიარე ქალის ფიგურაა გამოსახული, სპეციალისტები მას ქალღმერთ აფროდიტედ მიიჩნევენ.

აჭარის ოქროს ფონდში არსებული განძი მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან იმ დროს მოქმედ საზღვაო ბანკში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს გადაიტანეს, „საზღვაო ბანკის“ გაუქმებიდან დღემდე კი ის ბანკ „რესპუბლიკაში“ ინახებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით აჭარის ოქროს ფონდში დაცული განძის გამოფენის გახსნა ტურისტული სეზონის გახსნის დღეებს დაემთხვევა.

გადაბეჭდვის წესი