სიახლეები

ვაშაძე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების შესახებ

30.05.2012
ვაშაძე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების შესახებ

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პირველი კომენტარი გააკეთა 16 ბათუმელ მეზღვაურთან დაკავშირებით, რომლებიც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებიან. გრიგოლ ვაშაძის თქმით, “თქვენ თუ წინა ისტორიებს შეისწავლით, ნახავთ, თუ რამდენი მოქალაქე მოხვდა მსგავს სიტუაციაში და რამდენი დავიხსენით. არის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები და სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს ახლა საქმე, როდესაც კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ არ დავაზიანოთ ტყვეობაში მყოფი ჩვენი მეზღვაურები და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნა”.
16 მეზღვაური უკვე ერთ წელზე მეტია სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებიან. ამ ხნის განმავლობაში ტყვე მეზღვაურების ოჯახის წევრები ბათუმში სისტემატურად მართავდნენ აქციებს და ხელისუფლებას დახმარებას თხოვდნენ. ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ დახმარების თხოვნით მიმართეს პრეზიდენტ სააკაშვილსაც.
მეზღვაურების ახლობლები უკვე რამდენიმე თვეა ყოველგვარ კომენტარზე უარს აცხადებენ. ისინი ჟურნალისტებთან კერძო საუბარში ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ლევან ვარშალომიძემ კატეგორიულად აუკრძალა ჟუნალისტებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი მეზღვაურის მეუღლის თქმით, ვარშალომიძემ მათ უთხრა – „ცოცხლებს ხომ ვერ ნახულობთ, ვერც ცხედრებს მიიღებთ“.
ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომალელმა მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურის ფოტო გაავრცელეს და ოჯახებმა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ამოიცნობა შეძლეს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში კიდევ ოთხმა მეზღვაურმა შეძლო ტყვეობიდან თავის დაღწევა. მათ ლიბიაში არსებული არეულობით ისარგებლეს და გემი გამოიტაცეს.
გაზეთი ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.