სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 თებერვალი

10.02.2025 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 850 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 10 001 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 20 813 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 22 879 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 273 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 059 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 623 ერთეული [+137]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 36 638 ერთეული [+109]
  • სპეცტექნიკა – 3 740 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 653 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 42 851 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 592 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 278 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 514 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 477 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 31 438 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: