Batumelebi | ვარშალომიძეების ოფიციალური ქონება ვარშალომიძეების ოფიციალური ქონება – Batumelebi
RU | GE  

ვარშალომიძეების ოფიციალური ქონება

ვარშალომიძეების-ოფიციალ

ავტორი: ლელა დუმბაძე 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის, ოჯახის ქონებამ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონს მიაღწია. ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე და ძმა – ირაკლი ვარშალომიძე ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში 11056 კვ/მეტრი მიწის მფლობელები ხდებიან. მათი ქონება იზრდება ბათუმში, სადაც ამჟამად მთავრობის თავმჯდომარე და მისი ოჯახი ცხოვრობს.

ქონება ბათუმში
ვარშალომიძეების საკუთრებაში 2003 წლამდე ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ¹20-ში ერთი საცხოვრებელი ბინა (15) იყო რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, დღეს ამ მისამართზე ვარშალომიძეები, კონკრეტულად კი ირაკლი ვარშალომიძე, რვა ბინის მფლობელია, საერთო ფართობით – 539,71 კვ/მეტრი.

ვარშალომიძეების სახლში 177 კვადრატული მეტრი აჭარის მთავრობამ 2006 წელს 12 250 დოლარად გაყიდა, აუქციონის წესით. ამჟამად ამ ფართობს ფლობს შპს “სიჭაბუკე”, რომლის მესაკუთრეც თამაზ კახიძეა – ლევან ვარშალომიძის ახლო ნათესავი.
ირაკლი ვარშალომიძეს ეკუთვნის უძრავი ქონება ბარათაშვილის ქ. ¹18 ნომერშიც. ამავე დროს, საჯარო რეესტრში არ არის დაფიქსირებული ამ მისამართზე არსებული 702 კვადრატული მეტრიდან რამდენი კვადრატს ფლობს ირაკლი ვარშალომიძე. თუმცა აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ აფთიაქი “პე ეს პე” სწორედ ვარშალომიძეების კუთვნილ ფართობშია განთავსებული. ერთ-ერთი სამაკლერო ბიუროს მონაცემებით, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ანუ იქ, სადაც ვარშალომიძეები ცხოვრობენ, ერთი კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 1500 დოლარია (სარემონტო ფართობი), საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით კი, კვადრატული მეტრი მიწის ფასი 315 ლარია.

ეს ქონება ვარშალომიძეებმა ოფიციალურად 2008 წლის 26 ივნისს დაირეგისტრირეს.

ქონება ხელვაჩაურში
ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი ქონების მფლობელი ხდება გურამ ვარშალომიძეც, ლევან ვარშალომიძის მამა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ შარაბიძეებში, გზის პირას, იქ, სადაც ცენტრალური მაგისტრალი გადის, უზარმაზარი ტერიტორია ქვის ორმეტრიანი კედლითაა შემოღობილი. ადრე ეს ტერიტორია, როგორც ამ სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, შარაბიძეების საკუთრება იყო.

2007 წელს, არჩევნების წინ, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ხელვაჩაურში მიწების მარტივი წესით დარეგისტრირების შესახებ. პრეზიდენტის ბრძანებით მიწა საკუთრებაში იმ შემთხვევაში უნდა გადასულიყო, თუ მას დროებითი მფლობელი დიდი ხნის მანძილზე პრაქტიკულად იყენებდა. სწორედ მაშინ დაირეგისტრირეს ვარშალომიძეებმა ერთ ჰექტარზე მეტი ფართობი ხელვაჩაურში. თუმცა, როგორც ვარშალომიძეების თანასოფლელები ამბობენ, ამ მიწებთან გურამ ვარშალომიძის ოჯახს შეხება არ ჰქონია.

ამ მიწების გამო ვარშალომიძეებს, ჯერჯერობით, მოდავე არ გამოსჩენიათ. თუმცა მათ სოფელში 10-მდე ოჯახი დღემდე ვერ ახერხებს მიწის დარეგისტრირებას.

შარაბიძეებში 8026 კვ/მეტრის მფლობელად გურამ ვარშალომიძე მიიჩნევა, 3030 კვ/მეტრი კი ირაკლი ვარშალომიძის საკუთრებაშია. ვარშალომიძეების საკუთრება ორ მისამართზეა რეგისტრირებული – სოფელი შარაბიძეები და სოფელი ხელვაჩაური. თუმცა მიწები ერთმანეთის გვერდი-გვერდაა.

ვარშალომიძეებს დასაკუთრებულ მიწაზე სამი ახლო მეზობელი ჰყავთ, ერთ-ერთი მათგანი მამუკა ბეჟანიძეა. როგორც ბეჟანიძეები ამბობენ, მიწა (3000 კვ/მეტრი) ლევან ვარშალომიძისგან (გურამ ვარშალომიძის ნათესავი) ექვსი წლის წინ იყიდეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მათ გარდა კიდევ ორი, მალხაზ ვარშალომიძისა და მახარაძეების ოჯახი ცხოვრობს. “ადრე იყო თუ არა ეს მიწები ვარშალომიძეების, ვერ გეტყვით”, – ამბობენ ისინი.

“ეს მიწები ოდითგან შარაბიძეების გვარს ეკუთვნოდა, ისინი პატრონობდნენ. მე 40 წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე აქ და იმიტომ მომცეს”, – ამბობს ბაგრატ თურმანიძე.

“შარაბიძეებში არა მგონია, რამე ჰქონდეთ, არ ვიცი”, – ამბობს გურამ ვარშალომიძის თანასოფლელი და ნათესავი, ქალბატონი ფატი. მისი მეუღლე, გენადი ვარშალომიძე კი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს: “მე არაფერი ვიცი”.

გურამ ვარშალომიძეს მამისეული სახლი სოფელ ვარშალომიძეებშიც აქვს. თუმცა, როგორც მეზობლები ამბობენ, აქ მისი ოჯახი იშვიათად ჩნდება. “მის სახლს გენადი უვლის”, – ამბობენ სოფელში. მამისეული სახლი და მიწა გურამ ვარშალომიძის არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში და არც საჯარო რეესტრში ასახული არ არის. “მაგას რად უნდა დარეგისტრირება, ისედაც იციან, რომ მამისეულ ქონებაზე არავინ შეედავება”, – ამბობს მისი თანასოფლელი, მურმან გურგენიძე.

ამ სექტორში, სადაც ლევან ვარშალომიძის ოჯახმა უძრავი ქონება დაისაკუთრა, ერთი კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 20 აშშ დოლარი ღირს. აქედან გამომდინარე, ვარშალომიძეების ქონების ფასი მიწის სახით, სულ ცოტა 221 ათასი დოლარია.

სხვა ქონება
გარდა მიწებისა, ვარშალომიძეების ოჯახს სხვა უძრავი ქონებაც შეემატა. 2008 წელსაა რეგისტრირებული 59,60 კვ/მეტრი ფართობის დასასვენებელი სახლი კურორტ “ბეშუმში”.

ვარშალომიძეების ოჯახის ოფიციალური ფინანსური შემოსავალი

ქონება, რომელიც ვარშალომიძეებმა ოფიციალურად 2008 წელს დაირეგისტრირეს, რამდენიმე მილიონის ღირებულებისაა. რამდენად არის მათი შემოსავლები შეძენილი ქონების ადეკვატური? ვარშალომიძეები ოჯახის შემოსავალს 1999 წლიდან მოყოლებული აფიქსირებენ (გურამ ვარშალომიძე ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეც, ამიტომ ყოველწლიურად ავსებდა ქონებრივ დეკლარაციას).
1999 წელი – გურამ და ირაკლი ვარშალომიძეები ბარათაშვილის 20-ში, ერთ ბინას ფლობენ (15). ბინა 189 ათასადაა შეფასებული (ლარად თუ დოლარად დეკლარაციაში არ წერია). ამ დროისთვის გურამ ვარშალომიძე სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა და მისი წლიური შემოსავალი 1467 ლარს შეადგენდა, ირაკლი ვარშალომიძის კი, რომელიც საავტომობილო დეპარტამენტში მუშაობდა – 1800 ლარს. ლევან ვარშალომიძე უმუშევარი იყო, დედა – დოდო პაპუნაშვილი კი დიასახლისი.

2000 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ვარშალომიძეების ოჯახის შემოსავალი უმნიშვნელოდ იზრდება. გურამ ვარშალომიძის შემოსავალი 1814 ლარს აღწევს, ირაკლი ვარშალომიძის კი – 1680 ლარს. სხვა შემოსავლები დეკლარაციაში არ ფიქსირდება.

2001 წლისთვის გურამ ვარშალომიძის წლიური შემოსავალი 1570 ლარია, ირაკლი ვარშალომიძის – 1350, ლევან ვარშალომიძის კი, რომელიც ამ დროისთვის იუსტიციის სამინისტროში მუშაობს – 890 ლარი.

2002 წლის 29 აპრილის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ვარშალომიძეების ქონებრივი მდგომარეობა, ფაქტობრივად, არ იცვლება. გურამ ვარშალომიძე თავის კუთვნილ ვაზ-21 მარკის ავტომანქანას 1000 ლარად ყიდის. მყიდველი აჭარის საგზაო პოლიციაა.
2003 წლის 29 აპრილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვითაც გურამ ვარშალომიძის და მისი ვაჟის – ირაკლის უძრავი ქონება არ გაზრდილა. ირაკლი ვარშალომიძე ისევ აჭარის ავტოსატრანსპორტო ადმინისტრაციაში, სამმართველოს უფროსად მუშაობს. მისი წლიური შემოსავალი 1590 ლარს შეადგენს, გურამ ვარშალომიძის კი, რომელიც ამ დროს ისევ სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, 3 503 ლარია. ხელფასის გარდა სხვა ფინანსური შემოსავლები დეკლარაციაში არ ფიქსირდება. დეკლარაციაში არც ის ჩანს, აქვთ თუ არა მათ ამ დროისთვის რაიმე ფინანსური დანაზოგი.

2004 წელს გურამ ვარშალომიძე “საქნავთობის” გენერალურ დირექტორად ინიშნება. ამ თანამდებობაზე ის 2005 წლამდე მუშაობს. ამავე წელს ის საჯარო სამსახურს უბრუნდება, კერძოდ, მას უკრაინაში საქართველოს დესპანის თანამდებობაზე ნიშნავენ.

გურამ ვარშალომიძეს საჯარო მოხელისთვის აუცილებელი დოკუმენტის – ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციის შევსება 2005 წელსაც ევალებოდა. თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, სადაც ყველა საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია უნდა იყოს განთავსებული, 2005 წლის გურამ ვარშალომიძის დეკლარაცია არ დევს.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის – ირაკლი კოტეტიშვილის განცხადებით, ვარშალომიძეს დეკლარაცია რომ წარედგინა, აუცილებლად დაიდებოდა ვებ-გვერდზე: “რატომ არ დევს, ვერ გეტყვით, ეს საკითხი შესასწავლია”, – ამბობს იგი (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, ქონებრივი დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში საჯარო მოხელე 1000 ლარით ჯარიმდება. დაჯარიმებიდან ორი კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობა იწვევს პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას).

რაც შეეხება თავად აჭარის ხელისუფლების პირველ პირს – ლევან ვარშალომიძეს. ის რეალურად ბარათაშვილის 20 ნომერში არსებულ საცხოვრებელ სახლში ბინადრობს, თუმცა მის საკუთრებას, დეკლარაციის მიხედვით, წარმოადგენს თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც 40 ათას ლარადაა შეფასებული. სხვა უძრავი ქონება მას, დეკლარაციის და საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, არ გააჩნია.

ლევან ვარშალომიძის საბანკო ანგარიშებზე 2009 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, “ბაზის ბანკში” 30 364 ლარია, ბანკ “რესპუბლიკაში” ვადიან ანაბარზე კი 69,773 აშშ დოლარი აქვს.

პ.ს. სტატია გაზეთ ბათუმელების ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნდა 2010 წელს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge