სიახლეები

ვანო მერაბიშვილი ბათუმში პედაგოგებს შეხვდა

30.05.2012 • • 1066
ვანო მერაბიშვილი ბათუმში პედაგოგებს შეხვდა

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ბათუმში ამომრჩეველს შეხვდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გელა დეკანაძის ინფორმაციით, ძალოვანი მინისტრი პოტენციურ ამომრჩეველს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პედაგოგებს, არა როგორც მინისტრი, არამედ როგორც პარტიის წარმომადგენელი შეხვდა, მათ ერთგვარი ანგარიში ჩააბარა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„… აქ არ ყოფილა დაპირებები, ან რაიმე სახის თხოვნა – ხმა მომეცითო. ეს იყო პარტიის ერთგვარი ანგარიში იმ გეგმების შესახებ, რაც უკვე შესრულდა. საუბარი იყო ასევე იმ სამომავლო გეგმებზე, რაც უნდა შესრულდეს. არავის უთქვამს ხმა მოგვეცითო და ამას ვერც ერთი რესპონდენტი ვერ დაგიდასტურებთ,“ – განაცხადა გელა დეკანაძემ „ბათუმლებთან“ სატელეფონო საუბრისას.

ვანო მერაბიშვილთან ერთად პედაგოგებს პარტიის გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი, ყოფილი გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე შეხვდნენ.

მთავრობის წევრები პედაგოგეგებს ბათუმის სპორტო  სკოლის დარბაზში შეხვდნენ. ამ შეხვედრისთვის დარბაზის დაქირავების მიზნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპორტსკოლის ხელმძღვანელთან ხელშეკრულება რამდენიმე დღით ადრე გააფორმა. სპორტსკოლის დირეტორის მოადგილის, ბადრი შამილაძის ინფორმაციით, პარტიას დარბაზის დაქირავება ერთი საათით 200 ლარი დაუჯდა: „მოვილაპარაკეთ და ასე განვსაზღვრეთ ფასი, იმიტომ რომ მერე სხვებიც მოგვაკითხავენ, თორემ მაგათ შეიძლება მეტიც გადაეხადათ.“

გელა დეკანაძის განმარტებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კონტროლის პალატას გადაუგზავნის.

„ბათუმელებმა“  შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარის ჩაწერა რამდენიმე პედაგოგთან სცადა უშედეგოდ. მათგან ზოგიერთმა მოუცლელობა მოიმიზეზა, ზოგმა კი ტელეფონს არ უპასუხა. „ბათუმელების“ ზარებს არც მინიტრმა გია აბულაძემ უპასუხა.

ბათუმის სპრორტსკოლა არასამეწარმეო იურიდიული პირის სტასტუსით სარგებლობს „… ვინაიდან ის არ არის საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო მინისტრებს უკვე კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული უფლება ჩაერთონ პარტიულ საქმიანობაში, ჩვენ ამ მხვრივ პრეტენზიას ვერ ვაცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომ კითხვითი ნიშნები ჩნდება. მთელ საქართველოში ტარდება მსგავსი დახურული შეხვედრები. ამ შეხვედრებს ვერ ესწრებიან ჟურნალისტები და, შესაბამისად, ვერ ვიგებთ რაზე იყო იქ საუბარი, იყო თუ არა დაპირება, ხმის მიცემის მოთხოვნა და ასე შემდეგ.“ – ამბობს საქართველოს იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტაიური.

კითხვაზე რატომ იყო შეხვედრა გასაიდუმოებული გელა დეკანაძემ უპასუხა, რომ  „შეხვერა იყო პედაგოგეგებთან და არა ჟურნალისტებთან, და ამის შესახებ  გადაწყვეტილებას პარტიის ცენტრალურ ორგანიზაციაში იღებენ, ისე კი ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საიტზე გვაქვს გამოქვეყნებული.“

პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე ამომრჩეველთან შეხვედრების შესახებ ნათქვამია:  „ვითვალისწინებთ რა საზოგადოების ინტერესს საქართველოში პოლიტიკური პარტიების ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მართავს შეხვედრებს ამომრჩევლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, შეხვედრები იმართება თბილისშიც, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ესაუბრებიან ამომრჩევლებს მიმდინარე რეფორმებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმავს, რომ მომავალშიც გააგრძელოს მსგავსი ტიპის შეხვედრები ამომრჩევლებთან. აღნიშნული ღონისძიებები ფინანსდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტიდან. ინფორმაცია დაფინანსების შესახებ მიეწოდება კონტროლის პალატას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელმისაწვდომია  ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები იყვნენ ანგარიშვალდებულნი მოქალაქეების წინაშე. შესაბამისად, მზად არის, რომ ინფორმაცია დაფინანსების შესახებ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იყოს, ისე როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი