უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 828 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 650]
- ტანკი – 9 859 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 20 545ერთეული [+37]
- საარტილერიო სისტემა – 22 309 ერთეული [+14]
- MLRS – 1 263 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 213 ერთეული [+51]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 053 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 35 071 ერთეული [+79]
- სპეცტექნიკა – 3 715 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 652 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 41 439 უპილოტო საფრენი აპარატი
- 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 20 843 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 20 930 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 30 776 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.