სიახლეები

დასაქმება „ნაციონალურად“

30.05.2012
დასაქმება „ნაციონალურად“

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქართველოს პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. 45-იდან 60 წლის ასაკამდე ადამიანები, რომლებიც 2012 წლის იანვრიდან ივლისამდე დასაქმდებიან, გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან. ეს პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელიც პარლამენტში უკვე მესამე მოსმენაზე გავიდა.

რას ნიშნავს ხელისუფლების ახალი ინიციატივა და არის თუ არა ეს ინიციატივა მხოლოდ წინა საარჩევნო პიარი? ეკონომისტ პაატა აროშიძის აზრით, ხელისუფლების ამ ინიციატივას არც დადებითი მხარე აქვს და არც უარყოფითი. „ეს ბიზნესისთვის ხელისშემწყობი არ არის, რადგან  საშემოსავლოს მხოლოდ ფიზიკური პირი იხდის, ბიზნესი კი მოგების გადასახადს. როცა ადამიანები გათავისუფლდნენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ვინც კომპეტენტური იყო ისინი ისედაც კერძო სტრუქტურაში დასაქმდნენ. ამიტომ, ეს არის პიარზე გათვლილი განცხადება. სად გამოინახება ექვს თვეში ამდენი სამუშაო ადგილი, რომ დასაქმების პრობლემაზე აისახოს. თუ დასაქმდება ვინმე, ეს მაინც მოკლევადიანი იქნება და დიდ შედეგს არ მოიტანს. ალბათ ისევ ხელისუფლებას ექნება რაღაც მოკლევადიანი პროექტები“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.