1 იანვარს, დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს. დრონების ნამსხვრევები კიევის ორ რაიონში ჩამოვარდა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს.

პირველადი ცნობებით, დაშავდა 7 ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 1 იანვრის ღამეს და დილით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 111 ირანული და სხვა ტიპის დრონით. უკრაინის თავდაცვამ 63 სამიზნის განეიტრალება შეძლო.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version