რეკლამა,სიახლეები

თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის

19.12.2024
თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.

ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.

თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით:

TBC x Mymarket.ge

TBC x Glovo

TBC x tkt.ge

TBC x Swoop

BOG x Extra.ge

BOG Ads Manager

BOG x Biletebi.ge

BOG Gift card

BOG x Wolt

თანხის მეორე ნაწილი – 2.5 მლნ ლარი კი, შემდეგ ფონდებში გადანაწილდება:

#ერთმანეთისთვის
სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia
Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.