სიახლეები

გოგონა შანელის სურნელითა და წითელი ფეხსაცმლებით

30.05.2012 •
გოგონა შანელის სურნელითა და წითელი ფეხსაცმლებით

„ბათუმელების” დამატება, რუბრიკა „ბულვარის” არქივიდან 

შავ-თეთრი ფერები, ხასხასა წითელი ფერის ფეხსაცმელები და აქსესუარები, მსუბუქი შარფები, აბრეშუმის ნაზი პერანგები და ჯინსები – ჟურნალისტისა და ტელეპროდიუსერის, ნათია კოპალიანის ჩაცმულობას ერთდროულად შეიძლება ვუწოდოთ კლასიკური, საქმიანიც და რომანტიკულიც. ის, რაც განსაკუთრებით უყვარს წითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია და ყველაფერი, რაც შეიძლება მის საყვარელ, ფრანგულ სტილს აგონებდეს.

– ნათია, რა არის შენს გარდერობში ყველაზე მნიშვნელოვანი სამოსი?
– ჯინსის შარვალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, აბრეშუმის პერანგი და პიჯაკი ჩემი სამუშაო ჩაცმულობაა და ჩემი აზრით, ეს არის ზუსტად ის, რაც მჭირდება და რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვცდილობ, საქმიან სტილში შევიტანო ცოტაოდენი შტრიხები, რაც მიუთითებს ჩემ რომანტიზმზე. არ მომწონს ქალის ზედმეტად კონსერვატიული ჩაცმულობა. 2012 წლის ახალ კოლექციებს თუ გადავავლებთ თვალს, ძირითადად ვხედავთ მკაცრად ჩაცმულ ქალებს, მკაცრი პიჯაკები, ტყავის ხელთათმანები და ქამრები… საკმაოდ მკაცრი სტილია, მაგრამ შესაძლებელია ფერადი ფეხსაცმლით, აქსესუარებით ეს სიმკაცრე შევარბილოთ.
კოკო შანელი ამბობს, ერთი ტანსაცმელი შეიძლება სხვადასხვა ქალმა სულ სხვაგვარად ატაროსო, ამიტომ კომპლექსი – „რაც მე მაცვია, სხვას არ უნდა ეცვას“ – მე არ მაქვს. თუ ერთ მაგიდასთან მოვხვდები მსგავს ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანთან, მე არანაირ დისკომფორტს არ ვიგრძნობ.
ჩემთვის მოდა არის კომფორტი და სიამოვნება, მე უნდა მომწონდეს პირველ რიგში რაც მაცვია, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ამაზე არ მიდის, მაგრამ ამას არ ვაქცევ ყურადღებას.
-ჯინსებთან ჩვენთან ძირითადად სპორტულ ან მაღალქუსლიან, მხოლოდ მუქი ფერის ფეხსაცმელს ატარებენ. შენ თამამად იცვამ ხასხასა წითელი ფერის ფეხსაცმელს ჯინსებთან, სხვას ეს შეიძლება ვულგარულადაც კი მოეჩვენოს…
– წითელი ფეხსაცმელი -ეს არის ყველაზე სექსუალური ნივთი ქალის გარდერობში. რაც არ უნდა ჩაიცვა, აბრეშუმის შავი კაბა თუ უბრალო ჯინსი, ჩემი აზრით, წითელი ფეხსაცმელი ეს არის მკაფიო გამოხატულება ქალურობის. არ მიმაჩნია, რომ წითელი ფერი ვულგარულია. მხოლოდ ზომიერებაა საჭირო. მე ვიყენებ წითელი ფერის ფეხსაცმელს, წითელი ფერის აქსესუარებსა და პომადას.
– რა ფერის ტანსაცმელს ანიჭებ უპირატესობას?
– შავი, თეთრი და წითელი ფერები. ბოლო დროს ძალიან მომწონს მოყავისფრო ფერი ე.წ. „ვეფხისებური“ აქცენტით, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია.
ყველაზე კარგი ის ფერია, რომელიც გიხდება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფერია მოდაში, მთავარია ატარო ფერი, რომელიც გიქმნის კარგ განწყობას, როცა ცუდად ვარ, დეპრესიული ვარ, ძირითადად სპორტულ ტანსაცმელს და ბოტასებს ვატარებ. ასე მგონია, რომ ასე ჩაცმულს ვერავინ მიცნობს, როდესაც კარგად ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ფორმაში ვიყო.
– ამბობ, რომ ძალიან გიყვარს საფრანგეთი და ყველაფერი ფრანგული, შენს ჩაცმულობაში როგორ გამოხატავ ამ სიყვარულს?
– ამის გავლენაა შავი ან ლურჯი, წვრილად დაწინწკლული პერანგები ჩემს გარდერობში. ყოველთვის მინდოდა მქონოდა წითელი ბერეტი, სამწუხაროდ ამ დრომდე არ მაქვს, მაგრამ სულ ვცდილობ, რაღაც იყოს ჩემს ჩაცმულობაში ისეთი, რაც საფრანგეთთან ასოცირდება.
– რა სახის სამკაულებს იყენებ?
– ძალიან მიყვარს მარგალიტები. ვიყენებ მოგრძო საყურეებს, დიდი ზომის ბეჭდებს და სამაჯურებს. აუცილებლად ვიყენებ შარფებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ძალიან მომეწონა წელს არმანის კოლექცია აზიურ სტილში, ინდური სამაჯურები, თავსაბურავები და ასე შემდეგ.
საერთოდ, ძვირადღირებული და მოდური არ არის გარანტია, რომ ის აუცილებლად მოგიხდება. უნდა იპოვო შენი ფერი და ტანსაცმელი, რომელშიც კარგად გრძნობ თავს, თავისუფლად ატარებ. შეიძლება გეცვას შანელის კაბა და ვერ გრძნობდე თავს კარგად, ან პირიქით, უბრალო კაბაში ჩაცმულმა უამრავი კომპლიმენტი მიიღო.
– კაბას ხშირად იცვამ?
_ იშვიათად, ძირითადად დღესასწაულებზე ვიცვამ კაბას. ჩემი სამსახური არ მაძლევს საშუალებას, კაბა ყოველდღიურად ვატარო, შარვალი უფრო კომფორტულია.
-რაც შეეხება სუნამოს…
– ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, სუნამო და ტანსაცმელი-ერთი ანსამბლია. არ მიყვარს გრილი და ცივი სუნი, მიყვარს ყვავილის, ვანილის მოტკბო არომატი. ძალიან მომწონს „მის დიორი“, შანელის „კოკო მადმუაზელი“, ჯილ სანდერსის „ჯილი“.
– როგორ უნდა იყოს ჩაცმული მამაკაცები, რომ შენი ყურადღება მიიქციოს?
– ძალიან სადად. მომწონს ჯინსის შარვალი, პერანგი და პიჯაკი. ეს იდეალური შეხამებაა. ტონი ჰილფიგერის 2012 წლის ხაზი არის მამაკაცებისთვის ძალიან ლამაზი, სპორტული შტრიხებით, თან ძალიან დახვეწილი. ეს ხაზი არ არის განსაკუთრებით ძვირადღირებული, საკმაოდ ხელმისაწვდომია.
– შენი მეუღლე თუ ითვალისწინებს შენს რჩევებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით?
– არა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემზე ბევრად კარგი გემოვნება აქვს.
– რა არის ის, რაც გინდა, რომ გქონდეს გარდერობში?
– ოო, ძალიან ბევრი რამ მინდა მქონდეს. მაგალითად დოლჩე გაბანას საზაფხულო სარაფანი, ხავერდის კომბინეზონები ვივიან ვესტვუდის ახალი კოლექციიდან. ვიქტორია სეკრეტის ყველაფერი მინდა, ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ჩემი აზრით ასევე მნიშვნელოვანია, რას ვიცვამთ ტანსაცმლის შიგნით.

გადაბეჭდვის წესი