სიახლეები

გიორგი ჩიქოვანი არ იძებნება

30.05.2012 • • 1291
გიორგი ჩიქოვანი არ იძებნება

ავტორი: ეთერ თურაძე

„შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 27 ნოემბრის #945 ბრძანების საფუძველზე გაცნობებთ, რომ გიორგი ჩიქოვანი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ იძებნება“, – ეს ინფორმაცია, რომელსაც შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად თავართქილაძე აწერს ხელს, 2012 წლის 6 თებერვლით არის დათარიღებული.

„ბათუმელებმა“ ამ ინფორმაციის მოთხოვნით შს სამინისტროს 2011 წლის 25 ოქტომბერს მიმართა. შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, ხათუნა ქველიძემ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში არ მოგვაწოდა, რაც „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული წესით ისევ შს სამინისტროში გაასაჩივრა.

სამინისტროში საჩივრის დაკმაყოფილებაზე ბრძანება 2011 წლის 27 ნოემბერს გამოიცა. ბრძანებას ხელს შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე აწერს.

ამის მიუხედავად შს სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას მაინც ორ თვეზე მეტი დასჭირდა. საერთო ჯამში კი ინფორმაცია – იძებნება თუ არა გიორგი ჩიქოვანი, შს სამინისტრომ, ნაცვლად კანონით დადგენილი 10 დღისა, 96 დღის შემდეგ გასცა.

გიორგი ჩიქოვანის, მეტსახელად „მაიმუნას“, საქართველოდან გაქცევის ამბავი გასული ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა ბათუმში, არ სახელდებოდა გაქცევის ოფიციალურ მიზეზი. „ბათუმელებმა“ ინფორმირებული წყაროს მხარდაჭერით მოიპოვა დოკუმენტური მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ჩიქოვანმა საქართველოს ტერიტორია სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 1 ივნისს დატოვა. იმავე წყაროს ინფორმაციით, ჩიქოვანი საქართველოში არ დაბრუნებულა.

არსებობს ინფორმაცია, რომ გიორგი ჩიქოვანმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით დიდ ბრიტანეთს მიმართა. ამ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში გასულ წელს არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ.
შს სამინისტროს გიორგი ჩიქოვანის გაქცევასთან დაკავშირებით დღემდე არავითარი განმარტება არ გაუკეთებია.

შს სამინისტროს კონსტიტუციური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის, გამომძიებელ გიორგი ჩიქოვანის შესახებ სკანდალური ცნობა პირველად პრესაში 2007 წელს გავრცელდა. მაშინ მას სასამართლოში ქალმა უჩივლა. სასამართლო მასალებში წერია, რომ ჩიქოვანმა „2007 წლის 28 აგვისტოს განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა“ თავისი ნაცნობი გოგონა. მაშინ ჩიქოვანი მე-4 სართულზე კედლიდან აცოცდა. ამ ბრალდების მიუხედავად, გიორგი ჩიქოვანი მალევე გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

გიორგი ჩიქოვანის სახელი კიდევ ერთ სკანდალურ საქმესთან არის დაკავშირებული – ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ბათუმში სასტიკად მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეშიც ფიგურირებს. შავაძის ქვრივი ციცინო შავაძე ამბობს, რომ მისი მეუღლის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი ჩიქოვანი მივიდა მათთან და როინ შავაძე სადღაც წაიყვანა.

გადაბეჭდვის წესი