მთავარი,სიახლეები

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონი რუს სამხედროებს მოუწოდებს ჩაბარდნენ უკრაინელებს

16.08.2024
„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონი რუს სამხედროებს მოუწოდებს ჩაბარდნენ უკრაინელებს

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის მოხალისეები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, კურსკში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუს სამხედროებს მოუწოდებენ ჩაბარდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებს უკრაინის მხარეს გადასვლის შესაძლებლობით.

ამის შესახებ ლეგიონი ტელეგრამზე ავრცელებს განცხადებას.

„თქვენი პოლიტიკური ინსტრუქტორები, ფრონტის თბილი ზურგიდან დაჟინებით მოგიწოდებენ ტყვედ არ ჩავარდეთ და აფეთქდეთ თქვენივე ხელყუმბარით, მაგრამ ასობით რუსი ჯარისკაცი უგულებელყოფს დანაშაულებრივ ბრძანებას და ირჩევს სიცოცხლეს და არა სიკვდილს პოლკის ახალი მედლისთვის ან გერასიმოვის მორიგი სასახლისთვის.

ეს გადაწყვეტილება არის უაზრო სიკვდილის ჯანსაღი ალტერნატივა.

მოვუწოდებთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ნებაყოფლობით ჩაბარდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, როგორც ეს გააკეთეს თქვენმა თანამებრძოლებმა. ხოლო მათთვის, ვისაც აქვს სურვილი გააგრძელოს ბრძოლა რუსეთის ნორმალური მომავლისთვის – რჩება ლეგიონში გაწევრიანების ვარიანტი.

ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობა გვქონდეს ყველასთან, ვინც გამოთქვამს სურვილს, იარაღი მიაბრუნოს კრემლისკენ“ – აცხადებს „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონი.

ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება” რუსი მოხალისეებისგან შემდგარი დანაყოფია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მოქმედებს. 2023 წელს ლეგიონი რუსეთის სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

_______________

ფოტო: რუსეთის თავისუფლების ლეგიონი/ტელეგრამი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: