რეკლამა,სიახლეები

სიახლე ესთეტიკური გინეკოლოგიის და არაინვაზიური თერაპიის მსურველთათვის ბათუმში – Beauty Birth

15.07.2024
სიახლე ესთეტიკური გინეკოლოგიის და არაინვაზიური თერაპიის მსურველთათვის ბათუმში – Beauty Birth

ბათუმში სიახლეა ესთეტიკური გინეკოლოგიის და არაინვაზიური თერაპიის მსურველთათვის. ქართულ-ებრაული კლინიკა „ბირთი“ ამიერიდან ესთეტიკურ სერვისებს სთავაზობს ქართველ და უცხოელ პაციენტებს.

Beauty Birth ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა და მას აჭარის მთავრობის , სამედიცინო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Beauty Birth-ი უახლესი დანადგარებით და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები მუშაობენ, გარემო კი სასიამოვნო და ესთეტიკურია.

ახალი სამკურნალო სერვისები მოიცავს შემდეგს:

ესთეტიკური გინეკოლოგია

  • საშვილოსნოს ენდომეტრიუმის სისქის გაზრდა;
  • სტრესული შარდის შეუკავებლობის მკურნალობა;
  • ვაგინალური აღდგენა მშობიარობის შემდეგ;
  • მენოპაუზის წინ და შემდგომი მკურნალობა;
  • საშოს კედლების პროლაფსის მკურნალობა;
  • ვაგინალური გაახალგაზრდავება.

დერმატო-კოსმეტოლოგია

  • კაპილარების მოშორება;
  • აკნეს მკურნალობა;
  • ონიქომიკოზის მკურნალობა;
  • 4 D გაახალგაზრდავება;
  • ბუნებრივი შემავსებლები;
  • ბიორევიტალიზაცია;
  • ლაქების მოშორება;

აკუპუნქტურა

  • კისრის და გულ-მკერდის ოსტეოქონდროზის, მალთაშუა დისკების მკურნალობა. შარს-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების მკურნალობა;
  • ხვრინვის შემცირება;
  • თავზე თმის ზრდის სტიმულირება;
  • ასთმის მკურნალობა;
  • თამბაქოსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობა;

მკვდარი ზღვის ტალახის თერაპია

  • ცელულიტების და სახსრების დაავადებების სამკურნალოდ;

სამკურნალო მასაჟი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის;

პროცედურები ტარდება FOTONA INTIMALASE ის დანადგარით.

გახსნასთან დაკავშირებით მოქმედებს ფასდაკლებები გარკვეულ პროცედურებზე.

ჩაეწერეთ კონსულტაციაზე: +995 568 660 324

ქართულ-ებრაული კლინიკა „ბირთი“ გთავაზობთ ყველა პროცედურას ისრაელის ხარისხით!

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: