რეკლამა,სიახლეები

გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

18.06.2024
გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

ფინალისტები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ

  • ტექ ლიდერი – მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი,
  • აღმოჩენა ახალ თაობაში – ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა,
  • გამორჩეული მეცნიერი – თინა კახნიაშვილი , ლელა ოქრომელიძე, მარიამი გაჩეჩილაძე,
  • ინოვაციური ტექ პროდუქტი – Elven Technologies, Helio.AI, Quickshipper
  • ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის – ლივინგსტონი, Noxtton, VELI.store

დაჯილდოების ცერემონია ივლისში გაიმართება და ტექნოლოგიურ სფეროში 5 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: