ტრიპ-ჰოპ ჯგუფი Massive Attack-ი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს თბილისში, ანტირუსულ აქციებზე გადაღებულ ფოტოს და და სოლიდარობის მესიჯს წერს:

„სოლიდარობა სტუდენტებს – თბილისიდან აშშ-ს კამპუსებამდე – რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობრივ სახელმწიფო რეპრესიებს“.

შეგახსენებთ, რომ Black Sea Arena-ზე ბრიტანული კოლექტივის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისსაა დაანონსებული.
ღონისძიების დაანონსებიდან მალევე ქართველმა გულშემატკივრებმა Massive Attack-ს სოციალურ ქსელებში მისწერეს, რომ გადაეხედათ მათი თანამშრომლობისთვის საქართველოს „მჩაგვრელ მთავრობასთან“, რომელიც ამ ღონისძიების დაფინანსების პარალელურად ცდილობს რეპრესიული – აგენტების კანონის მიღებას.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version