გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი x-ის [ყოფილი ტვიტერი] საკუთარ გვერდზე წერს, რომ „უცხოელი აგენტების კანონი“ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.

როთმა ამ პოსტის ქვემოთ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასსთან მის შეხვედრას ასახავს.

„გერმანიის ბუნდესტაგში განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხნის მეგობრობის გაღრმავების გზები. ჩვენი მუშაობა/ერთგულება საპარლამენტო თანამშრომლობისადმი მიზნად ისახავს ჩვენი არსებული პარტნიორობის გაძლიერებას და ურთიერთგაგების ხელშეწყობას“, – დაწერა ირაკლი კობახიძემ.

სწორედ ამ პოსტის საპასუხოდ მიხაელ როთმა X-ში [ყოფილი ტვიტერი] მონიშნა ირაკლი კობახიძე და დაწერა: „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ირაკლი კობახიძევ, ურთიერთგაგება ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემას, რაც ლიბერალური საპარლამენტო დემოკრატიის შეუცვლელი ელემენტია. თქვენი „უცხოელი აგენტის კანონი” შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან“.

მიხაელ როთმა რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტში საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს უპასუხა. ქარუმიძე, პრემიერი კობახიძის მსგავსად ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციის თარჯიმანს დაესხა თავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გერმანიის კანცლერის ტექსტი არასწორ თარგმნაში ზაალ ანდრონიკაშვილი დაადანაშაულა.

ლევან ქარუმიძემ დაწერა: „გერმანული არ ვიცი, მაგრამ ვხვდები, რომ ბუნდესკანცლერს არსად უხსენებია კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ პრემიერ კობახიძესთან დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მაინტერესებს თარჯიმანს რატომ უნდა გაეყალბებინა კანცლერის სიტყვები? შესაძლებელია, რომ თარჯიმანი ცუდად ასრულებს თავის სამუშაოს? თუ არსებობს რაიმე სხვა ფარული მოტივი?“

მიხაელ როთმა არც ეს პოსტი დატოვა უპასუხოდ. მან დაწერა: „ძვირფასო კოლეგა ლევან ქარუმიძევ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი კანონი „უცხოელი აგენტის შესახებ“, სამარცხვინოა/შეურაცხმყოფელია ერთგული დემოკრატებისთვის გერმანიასა და მთელ თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპაში“.

___

ნუ ენდობით მთავრობას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა. ტყუილი იხილეთ ვიდეოში:

YouTube video player

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version