კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 24 ნოემბერს, გაზის მიწოდება ბათუმში რამდენიმე მისამართზე შეწყდება.
კერძოდ, გაზი შეწყდება:
- მაიაკოვსკის ქუჩაზე – 13 საათიდან 15 საათამდე
- ხახულის ქუჩის 36-58 ნომრებში – 15 საათიდან 17 საათამდე
- ასლან აბაშიძის #3-ში – 15 საათიდან 16 საათამდე
კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზის მიწოდება სრულად აღდგება 24 ნოემბრის დღის ბოლომდე.
„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.