უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 259 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +340]
- ტანკი – 4 375 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 8 511 ერთეული [+23 ]
- საარტილერიო სისტემა – 5 333 ერთეული [+15]
- MLRS – 723 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 494 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 344 ერთეული [+20]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 773 ერთეული [+28]
- სპეცტექნიკა – 801 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 462 თვითმფრინავი
- 246 ვერტმფრენი
- 6012 უპილოტო საფრენი აპარატი
- 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 476 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6024 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 408 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.