უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 242 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660]
- ტანკი – 4 162 ერთეული [+11]
- ჯავშანტექნიკა – 8 118 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 4 675 ერთეული [+17]
- MLRS – 697 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 452 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 963 ერთეული [+5]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 307 ერთეული [+9]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 182 ერთეული [+10]
- სპეცტექნიკა – 698 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 457 თვითმფრინავი
- 243 ვერტმფრენი
- 5 236 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 868 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 585 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 860 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
[yellow_box]ბათუმელი მეზღვაური: გამთენიას დაგვბომბეს რუსებმა დრონებით, ვითხოვთ შველას – ვიდეო[/yellow_box]
ამავე თემაზე:
ლუკაშენკომ „ვაგნერელები“ პუტინთან დააბეზღა – ისინი პოლონეთზე იწევენ