უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 239 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
- ტანკი – 4 123 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 8 059 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 4 573 ერთეული [+31]
- MLRS – 689 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 430 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 885 ერთეული [+46]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 279 ერთეული [+6]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 105 ერთეული [+19]
- სპეცტექნიკა – 683 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 456 თვითმფრინავი
- 243 ვერტმფრენი
- 5 108 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 761 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 522 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 752 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის კიროვსკის რაიონში სამხედრო პოლიგონზე 19 ივლისის დილიდან აფეთქებებია, რის გამოც 4 სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს:
ამავე თემაზე:
ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის გზა 2008 წლის ომიდან უკრაინაში – ედიშერ კვარაცხელია






