უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 224 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720]
- ტანკი – 4 030 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 7 806 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 4 034 ერთეული [+19]
- MLRS – 624 ერთეული [+5]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 385 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 308 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 472 ერთეული [+12]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 259 ერთეული [+41]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 735 ერთეული [+4]
- სპეცტექნიკა – 552 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 444 თვითმფრინავი
- 240 ვერტმფრენი
- 4 779 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 348 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 131 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 228 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 179 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ევგენი პრიგოჟინი, მისი „ვაგნერის“ ჯგუფის თითქმის ერთდღიანი „ამბოხის“ შემდეგ, ბელარუსში გაემგზავრება, განაცხადა 24 ივნისს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა: „ამბოხი“ დასრულდა – რა ბედი ეწვევა პრიგოჟინს?
როგორ ვითარდებოდა მოვლენები 23-24 ივნისს, ნახეთ ამ ბმულზე:
ამავე თემაზე:
„მნიშვნელოვანია, სად შეძლებენ უკრაინელები რუსების შეცდომაში შეყვანას“ – ინტერვიუ






