უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 223 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
- ტანკი – 4 024 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 7 804 ერთეული [+6]
- საარტილერიო სისტემა – 4 015 ერთეული [+30]
- MLRS – 619 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 383 ერთეული [+4]
- თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 308 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 460 ერთეული [+13]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 228 ერთეული [+14]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 731 ერთეული [+23]
- სპეცტექნიკა – 548 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 444 თვითმფრინავი
- 240 ვერტმფრენი
- 4 775 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 319 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 131 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 218 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 152 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
- „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა და შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც ერთი მხარის – როგორც ჩანს, რეალურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.
ამავე თემაზე:
„მნიშვნელოვანია, სად შეძლებენ უკრაინელები რუსების შეცდომაში შეყვანას“ – ინტერვიუ