გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივნისის 21 საათიდან 23 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
- დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
- ღამით: 14 – 19 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
- ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია. მოსალოდნელია ღელვა – 2-4 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 ივნისს ბათუმში და მთელ აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.