უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 222 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
- ტანკი – 4 013 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 7 783 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 3 941 ერთეული [+21]
- MLRS – 617 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 376 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 307 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 438 ერთეული [+10]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 214 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 678 ერთეული [+11]
- სპეცტექნიკა – 539 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 444 თვითმფრინავი
- 240 ვერტმფრენი
- 4 740 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 278 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 129 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 193 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 110 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:
რა ხდება ფრონტის ხაზზე – უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაცია