უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 220 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630]
- ტანკი – 3 989 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 7 735 ერთეული [+6]
- საარტილერიო სისტემა – 3 865 ერთეული [+18]
- MLRS – 610 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 370 ერთეული [+6]
- თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 305 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 383 ერთეული [+12]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 211 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 613 ერთეული [+42]
- სპეცტექნიკა – 526 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 444 თვითმფრინავი
- 240 ვერტმფრენი
- 4 700 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 192 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 125 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 163 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 047 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 8 დასახლება − ანა მალიარი






