მთავარი,სიახლეები

მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟზე მცირე ზომის ნაკვეთები მერიამ აუქციონზე გაიტანა

18.06.2023 • 2231
მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟზე მცირე ზომის ნაკვეთები მერიამ  აუქციონზე გაიტანა

ბათუმის მერიამ მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟზე მცირე ზომის ნაკვეთები ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. მერია ამ ნაკვეთებს სეზონური კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო წესით ასხვისებს.

გამოცხადებული აუქციონის მიხედვით, მერია მახინჯაურის პლაჟზე სეზონურად ასხვისებს მცირე ზომის, 300 კვ.მეტრი ფართობის ოცზე მეტ ნაკვეთს 4 თვის ვადით.

აუქციონი 16 ივნისს გამოცხადდა და 23 ივნისს უნდა დასრულდეს.

მერია მცირე ზომის ნაკვეთებს სეზონურად ასხვისებს ასევე ბათუმის ცენტრში, კერძოდ საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გონიო-კვარიათის სანაპიროზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: