მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 მაისი

24.05.2023 • 1174
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 204 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 3 792 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 424 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 3 339 ერთეული [+21]
  • MLRS – 570 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 309 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 296 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 871 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 015 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 146 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 440 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 429 თვითმფრინავი
  • 235 ვერტმფრენი
  • 4 293 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 295 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 893 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 433 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ვაგნერის მფლობელი პრიგოჟინი: „თუ სპეცოპერაციისას პირობითად 500 ტანკი ჰქონდათ, ახლა აქვთ 5000. თუ ბრძოლა შეეძლო 20 000-ს, ახლა შეუძლია 400 000-ს. როგორ გამოგვივიდა დემილიტარიზაცია?

 

ამავე თემაზე:

რას წერენ ბახმუტზე უკრაინის გენშტაბი და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: