მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 მაისი

19.05.2023 • 1017
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 201 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660]
  • ტანკი – 3 777 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 377 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 3 210 ერთეული [+12]
  • MLRS – 564 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 319 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 769 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 011 ერთეული [+21]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 083 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 419 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 428 თვითმფრინავი
  • 234 ვერტმფრენი
  • 4 218 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 423 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 227 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 852 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 304 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთში ჩინოვნიკებს სურთ გადადგომა, მაგრამ მათ ეს აკრძალული აქვთ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: