უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 190 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450]
- ტანკი – 3 700 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 7 192 ერთეული [+3]
- საარტილერიო სისტემა – 2 921 ერთეული [+7]
- MLRS – 544 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 295 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 476 ერთეული [+1]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 932 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 5 845 ერთეული [+3]
- სპეცტექნიკა – 359 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 413 თვითმფრინავი
- 230 ვერტმფრენი
- 3 913 უპილოტო საფრენი აპარატი
- 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 8 927 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 095 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 4 703 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 9 893 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს – მედია