მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 თებერვალი

10.02.2023 • 960
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 10 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 135 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730]
  • ტანკი – 3 258 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 6 471 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 2 251 ერთეული [+7]
  • MLRS – 463 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 233 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 295 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 286 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 970 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 126 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 211 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 10 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 384 თვითმფრინავი
  • 207 ვერტმფრენი
  • 3 069 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 812 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 014 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 046 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 313 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ბახმუტის მისადგომებთან რუსული ძალების დომინირება მზარდია – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

მარტში გაჭირდება სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დონბასში – დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: