თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო საქართველოს მთავრობამ თურქეთს სამაშველო ტექნიკა და მაშველები გაუგზავნა.
„ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა ფოტო: შსს

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა ფოტო: შსს
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. დანგრეულია ასობით სახლი.
7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში იყო. პირველი მიწისძვრის შემდეგ, 6 თებერვალს, თურქეთის დროით 13:25 წუთზე, განმეორებითი მიწისძვრა მოხდა.
BBC-ისა და AFP-ის ინფორმაციით, როგორც თურქეთის, ასევე სირიის მხარეს, მიწისძვრას ემსხვერპლა სულ მიცრე 1700 ადამიანი, ათასობით კი დაშავდა. ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩაერთნენ.