მთავარი,სიახლეები •

რუსეთი შობას ეკლესიებში, შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდეს – ვერეშჩუკი

06.01.2023
რუსეთი შობას ეკლესიებში, შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდეს – ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთი, შესაძლოა, შობის დღესასწაულზე ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესიებში.

„არსებობს ინფორმაცია, რომ მართლმადიდებლურ შობას რუსები ამზადებენ ტერაქტებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესიებში. მოვუწოდებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, – წერს ვერეშჩუკი.

გუშინ იგივე გაფრთხილება გამოაქვეყნა პროექტმა InformNapalm-მა, ორ წყაროზე დაყრდნობით.

ამ წყაროების მიხედვით, დიდი ალბათობაა, რომ დონეცკისა და ოკუპირებული ტერიტორიების სხვა დასახლებების რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია დანაღმონ და ააფეთქონ 7 იანვარს, სადღესასწაულო წირვის დროს. ამის მიზანი შესაძლოა იყოს შიდა რუსული აუდიტორიისთვის პროპაგანდისტული ისტორიების გადაღება, რაც მობილიზაციის ახალი ტალღის მიზეზი შეიძლება გახდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: