მთავარი,სიახლეები

უკრაინელები ბახმუტთან 300 მეტრით დაწინაურდნენ და ახალი პოზიციები დაიკავეს

04.01.2023 • 1119
უკრაინელები ბახმუტთან 300 მეტრით დაწინაურდნენ და ახალი პოზიციები დაიკავეს

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით 300 მეტრით დაწინაურდნენ და ოკუპანტების წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ახალი პოზიციები დაიკავეს
– ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური წერს.

სამსახურის ცნობით, არტილერიის ცეცხლის ქვეშ ოკუპანტები ცდილობდნენ უკრაინელების ერთ-ერთი მოწინავე პოზიციის დაკავებას, თუმცა მესაზღვრეები სანგარში ელოდნენ საარტილერიო თავდასხმას და როცა მათ მტრის ქვეითი ჯარი მიუახლოვდა, ცეცხლი გაუხსნეს.

„თავდასხმის მცდელობა ჩაიშალა, მტერმა ზარალი განიცადა და გაქცევა დაიწყო.

დამპყრობლების პანიკური უკანდახევის დანახვისას, უკრაინელმა „მწვანე ბერეტებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებთან ერთად კონტრშეტევა დაიწყეს. სწრაფი შეტევით ჩვენმა მებრძოლებმა დაიკავეს მათი პოზიციები, მოწინააღმდეგე კი აგრძელებდა უკანდახევას.

ცხრა დამპყრობელი განადგურდა და ოცამდე რუსი დამპყრობელი დაიჭრა. ამჟამად თავდაცვის ძალები 300 მეტრით დაწინაურდნენ და ახალ პოზიციებზე მაგრდებიან“ – წერს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: