მთავარი,სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში 1.2 მილიონი მოქალაქე შემოვიდა – 9 თვის მონაცემები 

03.01.2023
რუსეთიდან საქართველოში 1.2 მილიონი მოქალაქე შემოვიდა – 9 თვის მონაცემები 

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006 მოქალაქემ გადმოკვეთა.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკის ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, 2022 წლის 24 თებერვალს.

9-თვიან პერიოდში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, რუსეთში  „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებამდე და მას შემდეგ.

თვეების მიხედვით სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • მარტი – 45 068 რუსეთის მოქალაქე
  • აპრილი – 48 797 რუსეთის მოქალაქე
  • მაისი – 69 772 რუსეთის მოქალაქე
  • ივნისი – 135 457 რუსეთის მოქალაქე
  • ივლისი – 236 734 რუსეთის მოქალაქე
  • აგვისტო – 260 810 რუსეთის მოქალაქე
  • სექტემბერი – 222 274 რუსეთის მოქალაქე
  • ოქტომბერი – 133 640 რუსეთის მოქალაქე
  • ნოემბერი –  121 454 რუსეთის მოქალაქე

2022 წლის დეკემბრის საზღვრის კვეთის მონაცემები წელს, იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.

უცნობია ამჟამად რუსეთის ზუსტად რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში შს სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში იმ დროისთვის იმყოფებოდა რუსეთის 112 733 მოქალაქე. ეს საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია.

_____________________________

ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

ამავე თემაზე: 

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: