გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი
- ღამით: -2 – +3 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან






