Batumelebi | აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა 40 ათასი ადამიანით შემცირდა აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა 40 ათასი ადამიანით შემცირდა – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა 40 ათასი ადამიანით შემცირდა

2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელთან შედარებით დაახლოებით 40 ათასი ადამიანითაა შემცირებული. ამავე პერიოდში კი მთელი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 641 900 ადამიანით შემცირდა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა 333 953 ადამიანი იყო, აქედან 152 839 ქალაქის მაცხოვრებელი [2002 წლის აღწერის მიხედვით აჭარაში 376 016 ადამიანი ცხოვრობდა]

მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით:

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგები

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დღეს აჭარაში 337 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 154 600 ბათუმში [მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა ბათუმში ძირითადად განპირობებულია ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებით].

აღწერა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com