მთავარი,სიახლეები

უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსი დივერსანტების ჯგუფი ჩაძირეს – უკრაინის სასაზღვრო

20.09.2022 • 10740
უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსი დივერსანტების ჯგუფი ჩაძირეს – უკრაინის სასაზღვრო

უკრაინელ მესაზღვრეთა დანაყოფმა სვიატოგორსკის მიმართულებაზე, დონეცკის ოლქში, გაანადგურა რუსი დივერსანტების ჯგუფი, რომელიც მდინარე სივერსკი დონეცის გადალახვას ცდილობდა.

ინფორმაციას უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.

„დივერსიული ჯგუფი ცდილობდა მდინარე სივერსკი დონეცის გადაცურვას და ჩვენი ჯარების ზურგში მოხვედრას,“ – წერს უწყება.

სასაზღვრო სამსახური აღნიშნავს, რომ მესაზღვრეებმა დივერსანტების მომზადება თავიდანვე შენიშნეს, ხოლო როდესაც ნავმა ოთხი დივერსანტით  მდინარის შუაგულს მიაღწია, ცეცხლი გახსნეს, „ნავი გადაბრუნდა, არცერთ დივერსანტს ნაპირზე არ გამოუღწევია“.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 160 რუსი სამხედრო გაანადგურეს, ომის დაწყებიდან დღემდე კი რუსეთის დანაკარგი 54 810 სამხედროა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: