ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე ობიექტს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეს ობიექტებია:

„თამარ მეფის  წყარო“ – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი მაისი – XI-XIII საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური:

შუა საუკუნეების წყარო – ქედის  მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლოტაური (ჯინისის უბანი) – განვითარებული შუა საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური:

შუა საუკუნეების წყარო – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ კოლოტაური – განვითარებული შუა საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური:

ახმედ ბეგ ხიმშიაშვილის სახლი – ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო,  ტბელ აბუსერისძის ქუჩა N5 – XIX საუკუნის 20-იანი წლები; სახეობა – არქიტექტურის / მემორიალური:

„ბეგების სასაფლაო“ – ხიმშიაშვილთა საგვარეულო საძვალე – ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი დეკანაშვილები – XIX საუკუნე; სახეობა – არქიტექტურის / მემორიალური:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ამავე ბრძანებით, ძეგლის სტატუსი ასევე მიენიჭა კიდევ 11 ობიექტს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

მინისტრის ბრძანებით, რომელიც 2022 წლის 14 სექტემბრიდან ამოქმედდა:

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
  • სააგენტოს ადმინისტრაციას კი – ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ამავე თემაზე:

დაბა ხულოში, ახმედ ბეგ ხიმშიაშვილის სახლის შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე თვის წინაც წერდა, რომ შენობას ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. ნახეთ ვრცლად:

მე-19 საუკუნის შენობა ხულოში ძეგლის სტატუსის გარეშე – რესურსცენტრი ხიმშიაშვილების სახლში

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version