2022 წელს სახელმწიფო სტრუქტურებმა „ბიაფისთვის“ ბიუჯეტში თანხა არ გაითვალისწინეს. კინოფესტივალთან რამდენიმეწლიანი პარტნიორობის ტრადიცია ერთდროულად ყველა ყოფილმა პარტნიორმა სახელმწიფო სტრუქტურამ დაარღვია.

ფესტივალმა მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მიმართა.

#ერთადჩავატაროთბიაფი – ამ ჰეშთეგით ბათუმის კინოფესტივალი ერთგულ მაყურებლებსა და საავტორო კინოს გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ფულადი შეწირულობების გარდა ფესტივალი მხარდამჭერებს საიმიჯო ნივთებს [პრომო მასალები]  და აბონემენტს სთავაზობს.

„ბიაფის“ კინოფესტივალის პრომო მასალების ან აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ   – https://bit.ly/biaffsupport

ბიაფის  მაისური –  45 ლარი, ჩანთა – 35 ლარია.

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ „ბიაფის“ აბონემენტი 60 ლარად, აბონემენტის მფლობელს ექნება კინოსეანსზე დასწრებისთვის გარანტირებული ადგილი, ასევე  ის დაესწრება გახსნის და დახურვის ცერემონიალს.

ბიაფის დახურვის ცერემონიალსა და  ბანკეტზე დასწრების ვაუჩერი – 100 ლარია ერთ პირზე.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე GE64BG0000000538117440 – მიმღები – ა(ა)იპ „ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი“.  დანიშნულებაში უნდა ჩაწეროთ თუ რისი შეძენა გსურთ და შემდეგ გადარიცხვის დოკუმენტი გადააგზავნოთ ელ.ფოსტაზე – info@biaff.org

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ი ბათუმში უკვე 17 წელია იმართება. ფესტივალის მხარდამჭერი ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საელჩო და ორგანიზაციაა.

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

Exit mobile version