მთავარი,სიახლეები

„რუსული ენა პუტინს არ ეკუთვნის. რევოლუცია გარდაუვალია“ – ბორის აკუნინი

12.09.2022 • 2503
„რუსული ენა პუტინს არ ეკუთვნის. რევოლუცია გარდაუვალია“ – ბორის აკუნინი

რუსი მწერალი ბორის აკუნინი ამბობს, რომ რუსეთში გარდაუვალია რევოლუცია.

აკუნინი ბერლინის ლიტერატურულ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც მან გამოსვლისას დასავლელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ გაკიცხონ რუსეთის რიგითი მოქალაქეები.

„დიახ, რევოლუციური განწყობა რუსეთში ახლა არ არის, მაგრამ რევოლუცია გარდაუვალია. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის მოხდება ეს და იქამდე რამდენი ადამიანის ცხოვრება დაინგრევა“ – განაცხადა აკუნინმა. მის ციტატას „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო აქვეყნებს.

აკუნინმა ასევე ისაუბრა უკრაინაში რუსული ლიტერატურის აკრძალვის საკითხზე:

„ვფიქრობ, სრულიად გასაგებია, რომ უკრაინელებს ახლა გულს ურევთ ყველაფერი, რაც რუსეთთან და „რუსულობასთან“ არის დაკავშირებული და განსაკუთრებით ვწუხვარ იმ უკრაინელ, ძალიან ნიჭიერ მწერლებსა და პოეტებზე, რომელთა მშობლიური ენა რუსულია. ისინი ბევრნი არიან და არც კი ვიცი, როგორ უმკლავდებიან ამ პრობლემას.

ძალიან არ მინდა, რომ რუსული ენა ვლადიმერ პუტინის პირად საკუთრებად ჩაითვალოს. ის პუტინს არ ეკუთვნის. ის ყველას გვეკუთვნის: პუშკინს. ჩეხოვს, ვინც არ უნდა იყოს.

პუტინის კი არის ის რამდენიმე საზიზღარი ნეოლოგიზი, რომელიც მან ჩადო რუსულ ენაში: “დენაზიფიკაცია” ან “სუვერენული დემოკრატია”.  დაე, ეს იყოს პუტინის რუსული ენა. ხოლო რუსული ენის და ზოგადად, რუსული კულტურის მიცემას მისთვის არავინ აპირებს“ – თქვა მან.

რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა [გრიგორი ჩხარტიშვილი] რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი დატოვა და ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად.

ამავე თემაზე: 

რატომ დაიშლება პუტინის რუსეთი – ინტერვიუ ბორის აკუნინთან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: