მთავარი,სიახლეები

ნინო ბაციაშვილმა ოლიმპიური მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

10.08.2022
ნინო ბაციაშვილმა ოლიმპიური მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

ინდოეთში, ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა მეორე ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოლიმპიურ მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. ეს მის კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფეისბუქზე წერს, რომ „განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოს ფენომენალური შედეგი ფინიშზე – ბოლო ოთხ ტურში – ოთხი გამარჯვება გადამწყვეტ პარტიებში“.

საქართველოს ქალთა ნაკრები 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფრედ დაასრულა შეხვედრა პოლონეთის გუნდთან. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით,  პოლონეთთან მარცხს გუნდი ნინო ბაციაშვილმა გადაარჩინა, 5-საათიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ მოგებული პარტიით.

ბაციაშვილი საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია ჭადრაკში ქალთა შორის. იგი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის.  ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქალია საქართველოში, რომელმაც ეს წოდება მიიღო. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: