მთავარი,სიახლეები

ნინო ბაციაშვილი მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში

15.06.2022
ნინო ბაციაშვილი მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში

ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში, ქალთა შორის.

„ბათუმელმა დიდოსტატმა სასტარტო მარცხის შემდეგ ზედიზედ 8 პარტია მოიგო და მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. აღსანიშნავია, რომ ნინო 2015, 2018 და 2020 წლებში უკვე ფლობდა ქვეყნის პირველი მოჭადრაკის წოდებას,“ – იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ფედერაციის ცნობით, გამარჯვებულს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა კიდევ ერთი ბათუმელი მოჭადრაკე, სალომე მელია.

„სალომე ერთადერთი მონაწილეა, რომელმაც მარცხის გარეშე განვლო ტურნირი და ჩემპიონს ერთადერთი ქულა დააკარგვინა,“ – წერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

მესამე ადგილზე საკმაოდ მაღალი შედეგით – 9-დან 7 ქულა, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ლელა ჯავახიშვილი გავიდა.

ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის. იგი მეხუთე ქალია საქართველოში, რომელმაც ეს წოდება მიიღო და 36-ე ქალი მსოფლიოში, რომელსაც გროსმაისტერის წოდება აქვს. საქართველოში გროსმაისტერის წოდება აქვს ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: