უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი იმ საბრძოლო შერიარაღების დასახალებასა და რაოდენობას აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, უკრაინას ომის დასასრულებლად სჭირდება.

როგორც პოდოლიაკი წერს, აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხს უკრაინა 15 ივნისს, ბრიუსელში გასამართ თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ელოდება.

„პირდაპირი ვიქნები – ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება თანასწორობა მძიმე შეიარაღება

  • 1000 155 მმ კალიბრის ჰაუბიცა;
  • 300 MLRS – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;
  • 500 ტანკი;
  • 2000 ჯავშანტრანსპორტიორი;
  • 1000 დრონი.

15 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ველოდებით გადაწყვეტილებას“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი საარტილერიო სისტემა მიაწოდოს.

უკრაინის მთავარსარდალი ზალუჟნი აშშ-ს მეტ საარტილერიო სისტემას სთხოვს

Published by ირმა დიმიტრაძე

ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან

Exit mobile version